კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გია ცეცაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები დატოვა

Image source: gff.ge

 

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ პოსტი დატოვა.

ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გაავრცელა.

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში”, – ნათქვამია სფფ-ის ოფიციალურ გვერდზე.

წყარო – gff.ge

ტოჩინოშინმა სანიაკუს რიკიშის სტატუსი დაკარგა. გაგამარუ მე-3 დივიზიონში დაქვეითდა. სუმოს ასოციაციამ რეიტინგი განაახლა