კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: გია გრიგალავას გუნდს უკრაინელი სპეციალისტი გაწვრთნის

გრიგალავას გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

Image source: pfc_arsenal ტვიტერის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის გია გრიგალავას ტულას „არსენალი“ უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, დმიტრი პარფიონოვმა ჩაიბარა. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი ლეგიონერის გუნდი ოფიციალურ საიტზე ავრცელებს.

ეკატერინბურგის „ურალის“ ყოფილი მწვრთნელი ტულაში გუშინ ადგილობრივ გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა. ჯერჯერობით ხელშეკრულების დეტალები უცნობია.

46 წლის უკრაინელი სპეციალისტი ეკატერინბურგულ გუნდში ივლისამდე მუშაობდა, როდესაც სერგეი პოდპალი შეცვალა.

ამჟამად “არსენალი“ პრემიერ-ლიგის 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში “ტამბოვთან” ერთად მე-12 და მე-13 ადგილებს იყოფს დაგროვებული 12 ქულით და ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

 

 

 

წყარო – arsenaltula.ru

 

 

 

 

ხვიჩას გოლი საუკეთესოთა შორის – პრემიერ-ლიგა ოქტომბრის საუკეთესო გოლს ირჩევს (ვიდეო)