კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ლეგიონერების გამოსვლები პრო დე2-ში და სუთიაშვილის ლელო

ქართველი მორაგბის ლელო პრო დე2-ში

Image source: Shalva Sutiashvili ფეისბუკ გვერდი

 

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში, შალვა სუთიაშვილმა “მონტობანს” ლელო გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი ერთადერთი გამარჯვებით ბოლო ადგილზე რჩება.

მე-8 ტურში “ანგულემი” სტუმრად თამაშობდა და 17:27 ანგარიშით დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 70′-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა. რადგან “ანგულემს” ბურჯი წითელი ბარათით მე-2 წუთზე გაუგდეს, ლუკა გოგინავას შეცვლაზე შესვლა მე-8 წუთზე მოუწია. მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ზაურ თევდორაშვილმა, რომელმაც 49′-ე წუთზე რაქიდან შეუტია, მას სუთიაშვილი მიეხმარა, ბურთი ხელიდან გამოართვა და ტრიალში ლელო გაიტანა.

მე-7′ წუთიდან კაცნაკლულმა ითამაშა “ოიონამ”, მაგრამ სტუმრად “ბეზიეს” დამარცხება მაინც მოახერხა. სტუმართა შორის პირველი ტაიმი სრულად ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. მას მეორე ტაიმში 3 წუთით მოუწია მოედანზე დაბრუნება.

“რუანმა” “ვალანსს” უმასპინძლა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა – 28:14. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა კარლენ ასიეშვილმა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა მირიან ბურდული.

“ნევერმა’” გათამაშების ლიდერი “ვანი” მიიღო და 22:35 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 44-ე წუთიდან ითამაშეს გურამ პაპიძემ და თორნიკე მატარაძემ.

“გრენობლმა” ‘”მონ-დე-მარსანს” 24:17 მოუგო. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო ილია კაიკაციშვილი, რომელმაც 57 წუთი ითამაშა, ნიკა ღვალაძე კი, მოედანზე მე-60′ წუთზე გამოჩნდა.

“კოლომიესა” და “პერპინიანის”შეხვედრა გადაიდო, “ორიაკი” კი “ბიარიცს” 13 ნოემბერს ეთამაშება.