კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახური გუნდის ფეხბურთელი გახდა

გუჯა კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

Image source: fctobol ინსტაგრამის გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია “ტობოლის” ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გავრცელდა.

ბოლოს გუჯა ყიზილორდას “კაისარში” თამაშობდა. ყაზახეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში ლობჯანიძემ “კაისარის” მაისურით 8 გოლი გაიტანა 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

“ტობოლის” ახალწვეულმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა თბილისის “ვიტ-ჯორჯიაში” დაიწყო. გუჯას უთამაშია ასევე ქობულეთის “შუქურაში”, “დინამოში”, “რუსთავში”, ხოლო 2017 წელს ნახევარ სეზონი რუსეთში – “ორენბურგში” გაატარ. 2019 წლის თებერვალს 28 წლის ფორვარდი “ტარაზში” გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრებში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა და დღემდე 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ტობოლში” ლობჯანიძე 99-ნომრიან მაისურს მოირგებს.

 

 

წყარო – fctobol

 

 

 

 

რივალდო: “მესის მომავალი “პსჟშია” – ის “ბარსაში” ბოლო მატჩი ჩაატარა”