კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “დინამოს” ორი ფეხბურთელი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

დინამოს ფეხბურთელები უნგრეთში ითამაშებენ

 

თბილისის “დინამოს” ახალგაზრდული გუნდის ორი ფეხბურთელი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს.

დედაქალაქელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით 18 წლის შემტევი გიორგი ომარაშვილი და 19 წლის მცველი სანდრო კალანდაძე ერთწლიანი იჯარით უნგრეთის “დიოშდიორში” ითამაშებენ.

ქართველი ახალგაზრდები უნგრეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ გუნდს უკვე ოფიციალურად შეუერთდნენ.

Két tehetséges grúz fiatal érkezett kölcsönbe egy évre a Dinamo Tbilisi akadémiájáról. Giorgi Omarashvili 18 éves…

Posted by Diósgyőri VTK (DVTK) on Wednesday, September 30, 2020

 

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში თამაშობენ ასევე ლაშა დვალი (“ფერენცვაროში”), ლუკა ლაკვეხელიანი (“მეჟეკოვეშდი”) ბუდუ ზივზივაძე (“ფეჰერვარი”), გიორგი ბერიძე (უიპეშტი).

 

უეფას მასობრივი ფეხბურთის კვირეული ხეთასა და საჩინოში