კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “დინამომ” ნიჭიერი ქართველი დაიმატა

Image source: Beerschot VA

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ირაკლი ბუღრიძე ბელგიიდან სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „დინამო თბილისში“ გააგრძელებს. საქართველოს ჩემპიონის ვებგვერდის ინფორმაციით, ბუღრიძემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ირაკლი გასულ სეზონში „ბეერსხოტში“ თამაშობდა, მაგრამ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.

ბუღრიძე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, ასევე უთამაშია „ლოკომოტივსა“ და „ჩიხურაში“.

 

ექსკლუზივი – რეზი იმნაიშვილი: “მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და ვეცდებით ბოლომდე შევინარჩუნოთ!”