კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “დინამო თბილისს” ესპანელი მეკარე დაემშვიდობა

Image source: Jose Perales Instagram

 

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“ ხოსე პერალესმა ოფიციალურად დატოვა. ესპანელმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.

დინამოელო მეგობრებო, დამშვიდობების დროა, 31 დეკემბრიდან კლუბის ფეხბურთელი აღარ ვიქნები. ყოველთვის ვგრძნობდი სითბოსა და სიყვარულს, ერთად შევძელით ჩემპიონობამდე მისვლა. დიდი მადლობა, რადგან ჩამოსვლის პირველივე დღიდან გამიადვილეთ ადაპტაცია. ვისწავლე სეზონის განმავლობაში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მომენტებიდან.

ჩვენი გზების გაყოფის დროა, მაგრამ ამ წელს მიღებული ემოციები არასდროს დამავიწყდება. 2020 წელს საუკეთესოს გისურვებთ“ – დაწერა პერალესმა.

ხოსე პერალესმა საქართველოს ეროვნულ ლიგაში 35 მატჩი გამართა და „დინამოს“ რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

 

 

View this post on Instagram

 

🇪🇸 Amigos del Dinamo, es el momento de despedirnos, el 31 de diciembre dejaré de ser jugador del club. Ha sido una temporada en la que he disfrutado, me he sentido querido y respetado en todo momento y hemos conseguido ser campeones luchando juntos hasta el final. Muchas gracias por haberme hecho más fácil mi adaptación desde el primer día que llegué, así he podido disfrutar y aprender de todos los momentos, buenos y malos que hemos pasado durante la temporada. Es el momento de separar nuestros caminos pero siempre recordaré con mucho cariño esta gran temporada. Os deseo todo lo mejor en la nueva temporada 2020. 🇬🇪 დინამოს მეგობრებო, დაემშვიდობეთ დღე, 31 დეკემბერს მე შევწყვეტ დინამოს მოთამაშეს. ეს იყო სეზონი, რომელშიც მე მიხაროდა, ყოველთვის ვგრძნობდი საყვარელ და პატივისცემას და ჩვენ შევძელით, რომ ჩემპიონები ყოფილიყვნენ ერთად ბოლომდე. დიდი მადლობა, რომ ჩემი ადაპტაცია გამარტივდა, რომ ჩამოვედი პირველივე დღიდან, ასე რომ, მე შევძელი დატკბე და მესწავლა ყველა ის კარგი და ცუდი მომენტიდან, რაც სეზონის განმავლობაში გვქონდა. ჩვენი ბილიკების დაშორების დროა, მაგრამ ყოველთვის მახსოვს დიდი სიყვარულით ეს დიდი სეზონი. გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს ახალი 2020 წლის სეზონში. Jose Perales Nájera.

A post shared by Jose Perales (@joseperales25) on

 

ცნობილია საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-ის ვერსიით (ვიდეო)