Image source: legia.com
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა “დინამო ბათუმმა” ახალი სეზონის წინ რიგით მე-7 ფეხბურთელი დაიმატა. 25 წლის ფრანგმა ფორვარდმა ვამარა სანოგო კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვამარა საქართველოში ვარშავიდან ჩამოვიდა, სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ბათუმელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სანოგო გასულ სეზონში ვარშავის “ლეგიას” ღირსებას იცავდა, სადაც ვალერიან გვილია დღემდე თამაშობს, ის ექსტრაკლასაში 2 მატჩში 1 გოლიც გაიტანა, რადგანაც ტრავის გამო სეზონი დიდი ნაწილი გამოტოვა.
აღვნიშნოთ, რომ შარშან “ლეგიას” რიგებში იგი გვილიასთან ერთად პოლონეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
ვიდეობი
ფოტოები