კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში გუნდი შეიცვალა

Image source: Zira Football Klubu

 

აზერბაიჯანული „გაბალას“ აწ უკვე ყოფილმა ქართველმა ლეგიონერმა დავით ვოლკოვმა გუნდი დატოვა და კარიერას „ზირაში“ გააგრძელებს.

როგორც აზერბაიჯანული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ჩვენებურთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„კარგი განწყობა მაქვს და მოხარული ვარ, რომ „ზირასთან“ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. იანვრიდან დაიწყება ახალი თავგადასავლი და მინდა ჩემს ახალ გუნდს წარმატებებში დავეხმარო. ვფიქრობ, ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა შეგვიძლია და ეს მხოლოდ ჩემზე იქნება დამოკიდებული“ – თქვა ვოლკოვმა.

24 წლის ქართველი თავდამსხმელი „გაბალაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 34 თამაშში 10 გოლი გაიტანა.

 

 

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთში გაიბრწყინა – ქართველის დუბლი! (ვიდეო)