კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძემ “გრან კანარია” დატოვა

ბექა ბურჯანაძემ გრან კანარია დატოვა

Image source: cbgrancanaria.net

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, ბექა ბურჯანაძემ ესპანური კლუბიდან წასვლა გადაწყვიტა.

ქართველმა ლეგიონერმა და “გრან კანარიამ” ორმხრივ შეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობა შეწყვეტეს. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბექამ ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო.

27 წლის ქართველი კალათბურთელი “გრან კანარიას” ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. მანამდე კი სხვადასხვა დროს ესპანურ გუნდებში თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ბექა თამაშში საშუალოდ 5.7 ქულას, 3.1 მოხსნას და 0.9 პასს აგროვებდა, ხოლო მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 6.1 იყო.

წყარო – Herbalife Gran Canaria

გიორგი შერმადინი ესპანეთის MVP-ის ტიტულისთვის იბრძოლებს