კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ბათუმის “დინამომ” “საბურთალოს” ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე დაიმატა

Image source: FC Saburtalo

 

საბურთალოს” ცენტრალური მცველი, გაგი მარგველაშვილი ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ზღვისპირელთა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა. 24 წლის ფეხბურთელმა აჭარულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელის თქმით, მან “დინამო ბათუმში” თამაშის გადაწყვეტილება მიიღო მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის და სპორტული დირექტორის ლადო დვალიშვილის დახმარებით.

“ახალ სეზონში ჩემი და “დინამო ბათუმის” მიზანი საქართველოს ჩემპიონობა იქნება. “საბურთალოსთან” ერთად ჩემპიონობა ვიზეიმე და მინდა, ეს სიამოვნება ამჯერად “დინამო ბათუმთან” ერთად განვიცადო.” – განაცხადა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ბათუმის “დინამოს” ფეხბურთელები გახდნენ: ლაზარე კუპატაძე, ლუკაშ გროცურეკი, ოლეკსანდრ აზაცკი, ვამარა სანოგო, გიორგი ზარია, რაფაელ ჩუკვურა, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ფანცულაია.

 

წყარო – FC Dinamo Batumi

ოფიციალურად: “დინამო ბათუმმა” ბუნდესლიგიდან ავსტრიელი შემტევი დაიმატა