კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ბათუმის “დინამო” ვიცე-კაპიტანმა დატოვა

Image source: FC Dinamo Batumi

 

ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა, გიორგი ჯანელიძემ კლუბი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “დინამო ბათუმმა” ოფიციალურად გაავრცელა.

30 წლის მოთამაშემ ბათუმელების ღირსება 2 წლის განმავლობაში დაიცვა და როგორც ვიცე-კაპიტანმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში. წლეულს ტრავმების გამო მას დიდი დრო გაუცდა. მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 22 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

თავად ფეხბურთელის თქმით, მას აქვს რამოდენიმე შეთავაზება კარიერი გაგრძელებისა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ კლუბში დაიწყებს ჯანელიძე ახალ სეზონს.

წყარო – FC Dinamo Batumi

აკაკი გოგიას გუნდის გულშემატკივრების ულამაზესი ტრადიცია საშობაოდ (ფოტო)