კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “ბარსელონაში” ბრაზილიელი ფეხბურთელი დაბრუნდა

კოუტინიო ბარსელონაში დაბრუნდა

Image source: Getty images

 

კატალონურ „ბარსელონაში“ ფილიპე კოუტინიო დაბრუნდა. მიუნხენის „ბაიერნმა“ ერთწლიანი იჯარის შემდეგ 120 მილიონი ევროს გადახდაზე და ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უარი თქვა.

ამგვარად, კოუტინიო ესპანურ კლუბში დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

„მადლობა გულშემატკივრებს, პერსონალსა და ფეხბურთელებს. ეს ფანტასტიკური წელი იყო, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა. მომავალში საუკეთესოს გისურვებთ“ – განაცხადა კოუტინიომ.

ბრაზილიელმა „ბაიერნში“ იჯარით ერთი სეზონი გაატარა და 38 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მათ შორის 2 „ბარსელონას“ კარში. ჯერჯერობით უცნობია დაიტოვებს თუ ისევ სხვა გუნდში გაუშვებს „ბარსა“ სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს.

 

წყარო – Bayern Munchen

 

ზვიად კუპატაძე: “როგორც ხდება ხოლმე, სიკვდილის ჯგუფში მოვხვდით”