კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “ბარსელონას” ფეხბურთელი “რომაში” გადავიდა. ცნობილია კონტრაქტის დეტალები

Image source: asroma.com

 

ბარსელონას” თავდამსხმელი, კარლეს პერესი “რომას” შეუერთდა. ამის შესახებ იტალიურმა გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა.

ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ექვსთვიანი იჯარა გააფორმა. მის სანაცვლოდ იტალიურმა კლუბმა ნახევარი მილიონი ევრო გადაიხადა. კონტრაქტის თანახმად “რომა” მომავალში პერესის მთლიან ტრანსფერს 11 მილიონ ევროდ შეიძენს, შემდგომ კი 3,5 მილიონს ბონუსების სახით გადაიხდის.

ხელშეკრულების თანახმად “ბარსელონას” ასევე ექნება ფეხბურთელის ტრანსფერის შეძენის უპირატესობა, თუკი მომავალში “რომა” მას სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანს.

პერესმა “ბარსელონას” შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

წყარო – asroma.com

“ბარსელონამ” შესაძლოა პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატოს. მას “ახალ რონალდუს” უწოდებენ