კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: “ბაიერნმა” სამი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

ჩუპო-მოტინგი ბაიერნში გადავიდა

Image source: Fc Bayern Munchen

 

მიუნხენის „ბაიერნში“ დუგლას კოშტა, ერიკ ჩუპო-მოტინგი და ბუნა სარი ითამაშებენ. ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.

დუგლას კოშტა „ბაიერნში“ 2015-2017 წლებში თამაშობდა და ის გუნდს „იუვენტუსიდან“ იჯარით შეეურთდა. ბრაზილიელი „ალიანს არენაზე“ სეზონის ბოლომდე დარჩება.

ასევე ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ჩუპო-მოტინგმა, რომელიც ბოლო ორი სეზონი ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობდა.

რაც შეეხება ბუნა სარს, 28 წლის შემტევი 2015 წლიდან „მარსელის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „მეცის“ ფეხბურთელი იყო.

 

წყარო – FC Bayern

 

ესპანური “ალმერიას” ქართველი მეკარის საინტერესო პოსტი (ფოტო)