კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: არსენ ვენგერის ახალი სამსახური ცნობილია

Image source: Goal.com

 

არსენ ვენგერი ფეხბურთში დაბრუნდა, თუმცა არა სამწვრთნელო ასპარეზზე. ფრანგი სპეციალისტი ამიერიდან ფიფაში გლობალური ფეხბურთის განვითარების უფროსად დაინიშნა.

აღნიშნული ინფორმაცია ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომაც დაადასტურა. ვენგერი კურირებას გაუწევს საფეხბურთო განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის.

გარდა ამისა, სავარჯიშო პროცესის, სამწვრთნელო კურსებსა და მწვრთნელების პროგრამებსაც უხელმძღვანელებს.

ახლა კი, ნამდვილად დასრულდა ჭორები იმის შესახებ, რომლის მიხედვითაც ვენგერი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი გახდებოდა.

 

 

კოლუმბიელ ფეხბურთელს ნარკომოვაჭრე პარაგვაელი მეკარის მოკვლას სთავაზობდა