კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ოფიციალურად: 2019/20 წლების ფარიკაობის საერთაშორისო სეზონი ოფიციალურად დასრულებულია

Image source: Getty Images

 

2019/20 წლების ფარიკაობის საერთაშორისო სეზონი ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, FIE-ს პრეზიდენტის ალიშერ უსმანოვის ოფიციალური წერილით ეცნობა.

“ძვირფასო პრეზიდენტო, რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიო, Covid-19-ის პანდემიის გამო ძლიერ დაზრალდა. მოვუწოდებ ყველას, მოფარიკავეებს, ფედერაციებს, ფარიკაობის ოჯახის წევრებს გაითვალისწინეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და თქვენი ქვეყნის მთავრობის რეკომენდაციები.

მას შემდეგ რაც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამართვის ახალი თარიღი გამოაცხდა, აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება:

Covid-19-თან დაკავშირებული გლობალური სიტუაციიიდან გამომდინარე, FIE-ს სამედიცინო კომისიიის რეკომენდაციით, მიღებულია გადაწყვეტილება გაუქმდეს ყველა შეჯიბრი, რომელიც დაგეგმილი იყო 2020 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაცია

2020 წლის მარტისთვის არსებული შედეგები და ოლიმპიადის კვალიფიკაცია შენარჩუნებულია. რეიტინგები „გაყინულია“ და გააქტიურდება მას შემდეგ, როდესაც შევძლებთ ჩავატაროთ ის გადატანილი შეჯიბრებები, რომლებიც ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირების სიაში იყო:
გრან პრი რაპირაში ქალთა და ვაჟთა შორის
მსოფლიო თასი ხმალში ქალთა შორის
მსოფლიო თასი დაშნაში ვაჟთა შორის
მსოფლიო თასი ხმალში ვაჟთა შორის
მსოფლიო თასი დაშნაში ქალთა შორის

ზემოთ ჩამოთვლილი ტურნირები, ასევე 4 ზონალური საკვალიფაკაციო ტურნირი ჩატარდება მას შემდეგ რაც:
– ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გლობალური სიტუაცია უსაფრთხო იქნება
– ყველა სპორტსმენისათვის თანაბრად აღდგება სავარჯიშო პროცესი
– ყველა ფედერაციას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა
– წინასწარ ჩატარებული იქნება საერთაშორისო შეჯიბრებები, მათ შორის რამდენიმე „მოსამზადებელი“ ტურნირი გრან პრისა და მსოფლიო თასისთვის.

ამის მისაღწევად FIE გაივლის კონსულტაციას, კონფედერაციებთან, FIE-ს სამედიცინო და FIE-ს სპორტსმენთა კომისიასთან და FIE -ს მწვრთნელთა საბჭოსთან. ასევე მოხდება დაკავშირება ტურნირების ფედერაცია-ორგანიზატორებთან, როდესაც შესაძლებელი იქნება შეჯიბრების სწორად დაგეგმვა.
უახლოეს პერიოდში მოგეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია.
მადლობას გიხდით ყველას და ვამაყობ იმ მოთმინებით, სოლიდარობით, ერთიანობით და სამართლიანი თამაშით რასაც თქვენ ავლენთ. ერთად ჩვენ დავამარცხებთ ამ გამოწვევას და ერთად წავალთ მომავლისკენ“, – წერია ალიშერ უსმანოვის ოფიციალური წერილში.

 

წყარო –  georgianfencing

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოდან გაწერეს

 

UWW-მ გენო პეტრიაშვილი-აკგულის დაპირისპირებას საინტერესო ვიდეო მიუძღვნა (ვიდეო)