კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: 13 ივლისს ეროვნული ლიგა 2 განახლდება

სფფ-ს გენერალური მდივანი დავით მუჯირი

Image source: gff.ge

 

ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 13 ივლისიდან ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონი გაგრძელდება.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით მე-2 ლიგა მე-3 ტურის მატჩებით განახლდება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქობულეთის “შუქურა” და ზუგდიდის “დინამო” დაუპირისპირდებიან.

ეროვნულ ლიგა 2-თან ერთად ასევე იგეგმება ლიგა 3-ის განახლება, ტურნირი მეორე ტურის მატჩებით 27 ივლისიდან გაგრძლედება. ლიგა 4, რეგიონული ლიგა და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება კი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყება.

​აღნიშნული თემების შესახებ კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

“კლუბებთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 13 ივლისიდან განახლდება. ეროვნული ლიგის მსგავსად აღნიშნული ტურნირიც მე-3 ტურიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის დანარჩენ ლიგებს, ლიგა 3 27 ივლისიდან განახლდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების დაწყება იგეგმება. ფუტსალის ლიგისა და ქალთა ლიგის შესახებ კი, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ფუტსალის ასოციაციასთან და ქალთა ფეხბურთის ფედერაციასთან.

​ჩვენი მიზანია, რომ 2020 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი განვაახლოთ როგორც პროფესიული ასევე მასობრივი ფეხბურთის მიმართულებით.

​რა თქმა უნდა, ყველა ლიგაში მოხდება ფორმატის ცვლილება. ეროვნული ლიგა 2 და ლიგა 3 ოთხი წრის მაგივრად 2 წრედ გაიმართება, ლიგა 4-ში კი, განახლებული ფორმატი გვექნება. ამ ყველაფრის შესახებ რა თქმა უნდა, კლუბები ინფორმირებული იქნებიან. ასევე რეგიონულ ფედერაციებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ფორმატით განახლდება რეგიონული ლიგა.”

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

“ლივერპულის” ყოფილი მეკარე: “თუ მბაპე გადმოვა, მას თავისი ღირებულების დამტკიცება მოუწევს”