კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ონისე სანებლიძის ვერცხლის მედალი 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში

Image source: Geonoc.org.ge

 

ძიუდოში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედლით დაასრულა. 100 კგ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძემ თავიდან სომხეთის, უნგრეთისა და ჰოლანდიის წარმომადგენლები დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ბელარუს დანიელ მუკეტესთან ვაზარით და დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე 5 მედლით საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი მოიპოვა. ოქროს მედლები ეთერ ლიპარტელიანმა და მარიამ ჭანტურიამ მოიპოვეს, ვერცხლს ონისე სანებლიძე, ხოლო ბრინჯაოს თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლნენ.

 

23-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 5 მედალი მოიპოვეს (ვიდეო)