კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

Onefootball: თემურ ქეცბაია – “ნიუკასლის” საკულტო გმირი (ვიდეო)

თემურ ქეცბაია ნიუკასლის საკულტო გმირად აღიარეს

Image source: Onefootball

 

გავლენიანმა Onefootball-მა გაიხსენა “ნიუკასლის” საკულტო გმირი – თემურ ქეცბაია, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში გოლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშვნა ჰქონდა.

1998 წელს, “ბოლტონთან” მატჩის დროს ბოლო წუთზე ქეცბაიამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მაისური გაიხადა, გულშემატკივრისკენ ისროლა და სარეკლამო ბანერებს რამდენჯერმე დაარტყა. ის ბუცის გახდასაც აპირებდა, მაგრამ თანაგუნდელებმა არ დააცალეს.

ამ აღნიშვნაზე ქეცბაიამ ასეთი კომენტარი გააკეთა.

“ეს არის ის, რის ნახვაც მეორედ არ მინდა და სიმართლე გითხრათ, განმეორებით არც მიყურებია.

როცა ეს მოხდა, მაშინაც კი ვნანობდი და ვერ ვუყურებდი. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ იმედგაცრუებული ვიყავი, რომ არ ვთამაშობდი და ემოციებმა გარეთ გამოაღწია“.

„იმედები მიცრუვდება, როცა ადამიანებს ამის გამო ვახსოვარ. ეს დიდი სირცხვილია, რადგან გაცილებით ბევრი გავაკეთე კლუბისთვის“.

1997-დან 2000 წლამდე თემურ ქეცბაიამ კაჭკაჭების მაისურით 114 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

1997 წლის ზაფხულში “ნიუკასლ იუნაიტედში” ახალწვეულმა ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის “ზაგრებთან” დამატებითი ტაიმების მიწურულს, 119-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველად გაიყვანა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქეცბაია “ნიუკასლის” საკულტო გმირი იყოს.

ამ გოლის წყალობით “ნიუკასლის” ყველა ფეხბურთელს ბონუსის სახით 100 ათასი გირვანქა მიიღო, თუმცა ქეცბაიას ეს თანხა გამოართვეს, რადგანაც მოგვიანებით გაირკვა, რომ მას კონტრაქტში საბონუსო ოფცია არ ჰქონდა.

“ეს კი, ნამდვილად საკმარისი საფუძველია, რათა ერთ ან ორ სარეკლამოს ბანერს დაარტყა.” წერს Onefootball-ი და სტატიის ბოლოს ამატებს, რომ გულშემატკივრებმა ქეცბაიათან შეხვედრის დროს გაიხსენონ სწორედ “ზაგრებთან” გატანილი გოლი და არა  “ბოლტონთან”.

 

 

 

წყარო – Onefootball

 

 

 

 

გოგა ბითაძემ “პეისერსის” შემადგენლობაში სეზონის ბოლო მატჩში 11 ქულა ითამაშა (ვიდეო)