კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოლივიე ჟირუს ულამაზესი გოლით “ჩელსიმ” “ატლეტიკოს” მოუგო (ვიდეო)

ჩელსიმ მოიგო

Image source: Getty images

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, რითაც მეოთხედფინალისკენ საკმაო ნაბიჯი გადადგა.

ინგლისური გუნდი უპირატესობას ფლობდა და გოლს უფრო მეტადაც იმსახურებდა, რომელიც გაიტანა კიდეც. თავი ოლივიე ჟირუმ გამოიჩნა, რომელმაც ულამაზესი გოლი შეაგდო „მაკრატელა“ დარტყმით და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

„ჩელსიმ“ საბოლოოდ 1:0 მოიგო და საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც ლონდონში 17 მარტს გაიმართება, უპირატესობა მოიპოვა.

„ატლეტიკო“ – „ჩელსი“ 0:1

გოლი: 0:1 ჟირუ (68)

 

 

წყარო – UEFA Champions League

 

უეფამ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი გააუქმა