კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაზე „ტოიოტას” ესკორტი იზრუნებს

Image source: geonoc.org.ge

 

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს.

სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციისშესაბამისად იქნება გაწყობილი. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო-2020-ის პარტნიორი „ტოიოტა“.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალი შედგება 12 მარტს ანტიკურ ოლიმპიაში. ოლიმპიური ცეცხლის ბერძნული ეტაპი 8 დღეს გაგრძელდება. ესტაფეტის ბერძნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ოლიმპიურ ცეცხლს პანათინაიკოსის სტადიონზე 19 მარტს მოწყობილ საგანგებო ცერემონიალზე ჩაიბარებს ტოკიო-2020, რომელიც მას სპეციალური რეისით ტოკიოში გადააფრენს.

ცეცხლს იაპონიაში 20 მარტს ჩააბრძანებენ, 26 მარტს კი სტარტს აიღებს ესტაფეტა.

 

წყარო – geonoc.org.ge

“საბურთალოს” კაპიტანი: “გვინდა, სეზონი ტიტულით დავამთავროთ”