კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობის თადასწრებით ჩაივლის

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა იაპონიაში მოგზაურობას შეუდგა

Image source: geonoc

გუშინ სტარტი აიღო ტოკიოს 2020 ოლიმპიური თამაშები ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ, რომელიც დაიწყო 2011 წელს მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულ ფუკუშიმას პრეფექტურიდან.

ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო 4 თვის განმავლობაში ქვეყნის ყველა – 47 პრეფექტურას მოივლის.

პირველი მეჩირაღდნე გახდა 2011 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გუნდის წევრი – აძუსა ივაშიმიძუ, რომელიც ესტაფეტას ჩემპიონი თანაგუნდელების გარემოცვაში შეუდგა.

ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 121 დღეს გაგრძელდება და 23 ივლისს, ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე XXXII ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს დასრულდება.

 

 

წყარო – geonoc

 

 

 

 

 

გურამ გიორბელიძე: “ცოტათი, რომ გაგვმართლებოდა ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო”