კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოლიმპიური ცეცხლის დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი იქნება 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე

ოლიმპიური ცეცხლი საგანგებო ლამპარშია მოთავსებული

Image source: geonoc.org.ge

 

22-ე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცეცხლმა, რომელიც საბერძნეთიდან იაპონიაში ჯერ კიდევ თამაშების 2021 წლამდე გადავადებამდე ჩაიტანეს, ტოკიოს ოლიმპიურ მუზეუმში დაიდო ბინა.

ოლიმპიური ცეცხლი საგანგებო ლამპარშია მოთავსებული და დასათვალიერებლად ხელმისაწვდომი იქნება 1 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ორგანიზატორებმა დამთვალიერებელთა რიცხვი საათში 120 ადამიანამდე შეზღუდეს. გარდა ამისა, მუზეუმში სტუმრობისთვის ადგილის წინასწარ დაჯავშნაა საჭირო.

ოლიმპიური ცეცხლი იაპონიაში მოგზაურობას შეუდგება გაისად, 25 მარტს, ფუკუშიმას საფეხბურთო ცენტრ J-Village-დან.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

EOC-ის ახალ ხელმძღვანელს 2021 წლის თებერვალში აირჩევენ