კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოლიმპიური ცეცხლი ფუკუშიმაში დარჩება

Image source: geonoc.org.ge

 

ტოკიო-2020-ის ოლიმპიური ცეცხლი იაპონიის პრეფექტურა ფუკუშიმაში 1 თვეს დაჰყოფს. ცეცხლის გადაცემის ცერემონია შედგა ფუკუშიმას ეროვნულ სავარჯიშო ცენტრში, საიდანაც 26 მარტს უნდა დაწყებულიყო ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა.

ოლიმპიური ცეცხლი ფუკუშიმაში 30 აპრილამდე დარჩება, შემდეგ კი ტოკიოში ჩაიტანენ.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიო-2020-ის 1 წლით გადავადებაზე მოილაპარაკეს.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

2012 წლის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)