Image source: geonoc
ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორის ტოშირო მუტოს განცხადებით, ახლო მომავალში სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა შემსუბუქდება. განსაკუთრებულ გამონაკლის დაუშვებენ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისთვის და ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესვლისას მხოლოდ ტესტირებას გაივლიან და 14-დღიანი კარანტინში ყოფნა არ მოუწევთ.
გარდა ამისა, ტოკიო-2020-ის სტუმრებს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრად განსაზღვრული მარშრუტებით შეეძლებათ და დაბინავდებიან წინასწარ განსაზღვრულ სასტუმროებში.
ვიდეობი
ფოტოები