Image source: Getty images
„ანორთოსისის“ ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა ყოფილ კლუბს, „კრასნოდარს“ ჩემპიონთა ლიგაზე „სევილიასთან“ მატჩში წარმტებები უსურვა. ქართველი ფეხბურთელის ვიდეო, რომელსაც ესპანურ გუნდთან მისი გოლიც ახლავს, რუსული გუნდის ტვიტერში გავრცელდა.
„გამარჯობა ძმებო. პირველ რიგში გილოცავთ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე, ყოჩაღები ხართ. თქვენ ხვდებით „სევილიას“, რომელიც ერთხელ დავამარცხეთ. წარმატებები, ვიმედოვნებ, რომ მოიგებთ“ – ამბობს ვიდეოში ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით „კრასნოდარმა“ „სევილია“ ორი წლის წინ ევროპის ლიგაზე დაამარცხა.
Этот парень знает толк в голах в ворота «Севильи»! И в предматчевых установках тоже 😁
Спасибо, Торнике! 🖤💚#КраснодарСевилья #ЛЧ #ЛигаЧемпионов #ВпередБыки pic.twitter.com/B2t5vjswxE
— FCKrasnodar (@FCKrasnodar) November 24, 2020
წყარო – FC Krasnodar
ვიდეობი
ფოტოები