კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნუკრი რევიშვილი: “იმედი მაქვს, მოვიგებთ და თანაც, გემრიელად მოვიგებთ”

ნუკრი რევიშვილის კომენტარი

Image source: Getty Images

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრები ბელარუსს ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში დაამარცხებს და პლეი-ოფის ფინალში გავა.

„რთული დღეა, ყველა ვნერვიულობთ, მაგრამ დიდი იმედის დღეცაა. ბიჭებმა იციან, ბელარუსთან რა მნიშვნელობის მატჩია და რომ ხალხის გასახარებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. ბელარუსის ნაკრები საჩუქარი ნამდვილად არაა, მით უფრო ასეთი მატჩის დროს. ვაისთან თამაში მომიხდა. კარგი მწვრთნელი და ადამიანია. სწორი მინიშნებები და განხილვა იცის, მაგრამ დღეს ისეთი მატჩია, მოტივაცია არავის სჭირდება. მე იმას ვფიქრობ, კვარაცხელიას ვინ შეაჩერებს – ეს ბიჭი რუსეთში ძალიან კარგად ათამაშდა და ჩვენი იმედია. იმედი მაქვს, მოვიგებთ და თანაც, გემრიელად მოვიგებთ“, – განაცხადა ნუკრი რევიშვილმა გადაცემა „ტაიმაუტში“.

ნუკრი ეროვნული ნაკრებიდან 2019 წლის 23 მარტს საზეიმოდ გააცილეს.

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

სიახლე დიდი 10-ის გარდამავალ სეზონში