კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ნუგზარ ასათიანის” სახელობის ფარიკაობის დარბაზში მწვრთნელთა ტექნიკური გადამზადების კურსები ტარდება

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში ტარდება მწვრთნელთა ტექნიკური გადამზადების კურსები

Image source: საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფეისბუკ გვერდი

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში “ნუგზარ ასათიანის” სახელობის ფარიკაობის დარბაზში ტარდება მწვრთნელთა ტექნიკური გადამზადების კურსები.

მოკლევადიან კურსებს, ხმალსა და დაშნაში, საერთაშორისო ექსპერტები: ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში, რუსი ალექსანდრ შირშოვი და დაშნაში მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მწვრთნელი, ფრანგი დანიელ ლევავასეური უძღვებიან.

გუშინ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ტრენინგის მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.

 

 

 

წყარო – საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

 

13-წლამდე კალათბურთელთა გუნდები ბალტიის ლიგაში საასპარეზოდ გაემგზავრნენ