კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ნუგზარ ასათიანის” სახელობის ფარიკაობის დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა

ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

Image source: geonoc.org.ge

 

ოლიმპიური ჩემპიონის “ნუგზარ ასათიანის” სახელობის ფარიკაობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა სავარჯიშო სივრცე, გასახდელები და საშხაპეები. დარბაზში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ნორმები და პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს.

განახლებული დარბაზის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ, თბილისის საკრებულოსა და ფარიკაობის ფედერაციის წარმომადგენლებმა, მოქმედმა და ვეტერანმა მოფარიკავეებმა.

ასევე გაიმართა ქართველი მოფარიკავეებისადმი მიძღვნილი მემორიალის -„ოლიმპიელი მუშკეტერების” პრეზენტაცია. დარბაზის გარე ფასადი ოლიმპიური სიმბოლიკით გაფორმდა. დარბაზის შესასვლელთან ჩამოთვლილია ის ქართველი მოფარიკავეები, რომლებმაც ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს.

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

“ბაიერნმა” “პსჟ”-ს 18 წლის ფეხბურთელი უფასოდ დაიმატა (ფოტო)