კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ნუგზარ ასათიანის” სახელობის განახლებული დარბაზი გადაეცა საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე

Image source: Merabi Bazadze ფეისბუკ გვერდი

 

“ნუგზარ ასათიანის” სახელობის ფარიკაობის განახლებული დარბაზი უსაფრთხოების ნორმებს და ახალ მოთხოვნებს პასუხობს.

განახლდა იატაკი, საშხაპეები და გასახდელები. დარბაზი ვეტერანმა მოფარიკავეებმა 2013 წელს ააშენეს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას გადასცეს.

“განახლებულ დარბაზი ხელს შეუწყობს სავარჯიშო პროცესების ნორმალურ პირობებში ჩატარებას, ასევე უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც დღევანდელ პირობებში აუცილებელია. დარბაზი ჩვენმა სახელოვანმა ვეტერანებმა აგვიშენეს და გადმოგვცეს. ახლა ანგარიშვალდებულები ვართ სახელმწიფოსთან, რადგან დარბაზს ყოველწლიურად განახლება ესაჭიროებოდა. ახლა ეს საკუთარი ხარჯებით ვითავე და გავაკეთე.

უკვე ნებადართულია დარბაზში ასაკობრივი ნაკრებების ვარჯიში. ოღონდ უნდა იყოს სადეზინფენქციო საშუალებები და დეზობარიერი, რაც უკვე შევიძინეთ. ასე რომ, ვფიქრობ, დარბაზში ვარჯიშები შემდეგი კვირიდან განახლდება“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე.

 

 

წყარო – 1tv.ge

 

 

კორონავირუსისა და მაიკლ ო’ნილის გამო “იუნაიტედი” – “სტოკ სიტის” მატჩი ჩაიშალა