კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-8 ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო (ვიდეო)

Image source: Getty Images

 

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალურ მატჩში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა.

დიდი სლემის ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მსოფლიოს მეორე ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის სასარგებლოდ 3-2 (6-4, 4-6, 2-6, 6-3, 6-4) დასრულდა. მატჩი 4 საათი და 3 წუთი გაგრძელდა. (ვიდეო მიმოხილვა)

გამოცდილმა სერბმა კარიერაში მე-17 დიდი სლემი მოიგო, რომელთაგან 8 ავსტრალიის ღია პირველობა გახდა. ამ ტურნირში მოგებული ტიტულების რაოდენობით ჯოკოვიჩი პირველ ადგილზეა.

აღვნიშნოთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ამ ტურნირს ზედიზედ მეორე წელია იგებს. განვლილი წლის გათამაშების ფინალში 32 წლის სერბმა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი – რაფაელ ნადალი 3 სეტში 6-3, 6-2, 6-3 დაამარცხა.

წყარო – ausopen.com

მურთაზ დაუშვილი „დოქსასთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა (ფოტო)