კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსზე ტიტულის არ დაცავს. მიზეზი საკმაოდ უცნაურია

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსზე ტიტულს არ დაიცავს

Image source: Getty Images

 

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა “პარიზის მასტერსზე” მონაწილეობაზე უარი განაცხადა. სერბი ჩოგბურთელი ტიტულს არ დაიცავს, რომელიც 2019 წელს მოიპოვა, მაგრამ პანდემიის შედეგად შეცვლილი წესების გათვალისწინებით, სარეიტინგო ქულებს არ დაკარგავს.

სეზონის ბოლოს ორ ტურნირში ვმონაწილეობ: ვენაში და ლონდონში. ვენაში 15 წელი არ ვყოფილვარ. ეს თავდაპირველად ჩემს კალენდარში არც ყოფილა, თუმცა იქ გამოსვლა ძალიან მინდოდა.

ძალიან უცნაური სეზონი გამოდგა, მაგრამ ვეცდები ის პირველ ადგილზე დავასრულო. ბოლო 2,5 თვის განმავლობაში ბევრი მატჩი ჩავატარე, ჯერ შეზღუდვების გამო ვერსად ვერ გამოვედი, შემდეგ კი ტურნირებზე საკარანტინო წესების გამო. ამან მენტალურად დამღალა.” –  ჯოკოვიჩის სიტყვებს MozzartSport-ი ციტირებს.

დარჩენილ ორ ტურნირზე ნოვაკს 1800 ქულის მოპოვება შეუძლია.

ვინ ითამაშებს პარიზში?

მოსალოდნელია, რომ პარიზის მასტერს არ გამოტოვებენ ტოპ მოთამაშეები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტიტულისთვის იბრძოლებენ რაფაელ ნადალი, დომინიკ ტიმი, სტეფანოს ციციპასი, დანიელ მედვედევი, ანდრეი რუბლიოვი, კარენ ხაჩანოვი, ალექსანდრ ზვერევი, მატეო ბერეტინი, სტენ ვავინკა და სხვები.

წყარო – mozzartsport.com

 

ზინედინ ზიდანმა “კადისთან” სენსაციური მარცხის მიზეზი დაასახელა