კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნოემბრის ბაშოს მე-6 დღე: ქართველი სუმოისტი ოშიდაშის ილეთით დამარცხდა (ვიდეო)

ტოჩინოშინის მეორე მარცხი მე-6 დღეს

 

ნოემბრის ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ჩიონოკუნი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 3 მოგება – 3 წაგება. ქართველი მაეგაშირა ჩიონოკუნისთან ბრძოლაში ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.

მეექვსე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 1 მოგება, სამჯერ არ გამოცხადდა და 2 წაგება.

 

 

ხვალინდელ ბრძოლაში მე-13 მაეგაშირას რანგში მოასპარეზე ლევანის მეტოქე მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება, რომლის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 3-3.

 

 

 

 

 

 

წყარო – sumo.or.jp

ნოემბრის ბაშოს მე-5 დღე: თუ რა ილეთით გაიმარჯვა ტოჩინოშინმა კაგაიაკისთან ბრძოლაში (ვიდეო)