კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნობელ არუსტამიანი ხვიჩა კვარაცხელია მომავალზე: “ქართველი კარიერას გააგრძელებს ლონდონურ კლუბში”

ნობელმა ხვიჩას მომავალზე ილაპარაკა

 

 

რუსმა ინსაიდერმა ნობელ არუსტამიანმა ყაზანის “რუბინის” ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე კომენტარი გააკეთა.

“ხვიჩა კვარაცხელია “ტოტენჰემის“ ერთ-ერთი შენაძენი შეიძლება გახდეს. პარატიჩი დიდი ხანია აღფრთოვანებულია ხვიჩას ტალანტით და გაზაფხულზე ერთ-ერთ აგენტს ვალერიო ჯუფრიდასთან კავშირი დაამყარა.

სწორედ ჯუფრიდას წყალობით მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ბერგამოს „ატალანტაში“ ალექსეი მირანჩუკისა და ელდორ შომუროდოვის „ჯენოაში“ ტრანსფერები განხორციელდა.

ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად ჯუფრიდასა და პარატიჩის პირველი დიალოგი ხვიჩას „იუვენტუსში“ გადასვლაზე გაიმართა, მაგრამ ახლა სიტუაცია მთლიანად შეიცვალა. პარატიჩის „ტოტენჰემში“ გადასვლის შემდეგ უფრო რეალურია ის, რომ ხვიჩა კარიერას გააგრძელებს ლონდონურ კლუბში”,- თქვა არუსტამიანმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინთან“ ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს. რუსეთის პრემიერ-ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 3 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

 

წყარო – Nobel

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ 24 წლის პოლონელს ტორონტოში პირველად შეხვდება