კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნინო თიბილაშვილი ფინალშია, ხოლო ირმა ხეცურიანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი ნახევარფინალში არიან

Image source: Georgian Paralympic Committee ფეისბუქ გვერდი

 

ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე კარგად ასპარეზობენ საქართველოს ნაკრების ეტლით მოფარიკავეები – ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი. ქართველი პარალიმპიელები ხმლით ფარიკაობის ინდივიდუალურ პირველობაში ნახევარფინალში გავიდნენ.

ფინალში ნინო თიბილაშვილი ჩინელ სპორტსმენს ბიან ჟინგს თბილისის დროით 13:30 საათზე შეხვდება.

ნახევარფინალში კი ირმა ხეცურიანის მეტოქე ძალიან გამოცდილი მეტოქე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჩინელი შუმეი ტანი იყო, მაგრამ ხეცურიანმა უძლიერესი მეტოქის ბარიერი ვეღარ დაძლია და ანგარიშით – 8:15 დამარცხდა.

ირმა ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს, შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება და მისი მეტოქე ჩინელი პარამოფარიკავე შაო რონგი იქნება.

 

 

 

 

წყარო – Georgian Paralympic Committee

 

 

საბა ადამიამ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და საქართველოს 2 რეკორდიც დაამყარა