კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნინო პასიკაშვილი: “საქართველოში ქალთა ნაკრებში 85-ე შეხვედრა მართლაც მიღწევაა”

ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ ეროვნულ გუნდში 85-ე შეხვედრა ჩააატარეს

Image source: gff.ge

 

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 შეხვედრაში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 1:2 ანგარიშით დასრულდა.

ჩვენმა ნახევარმცველებმა, ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ ეროვნულ გუნდში 85-ე შეხვედრა ჩააატარეს.

“ფეხბურთში ორივე ერთად მოვედით და ნაკრებშიც პირველი მატჩი 14 წლის ასაკში ერთად ვითამაშეთ, მაგრამ საქართველოში ქალთა ნაკრებში 85-ე შეხვედრა მართლაც მიღწევაა, რადგან ჩვენი ნაკრები ხშირად ვერ თამაშობდა. მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ნაკრებს ყურადღება მიაქციეს და თამაშები და სპარინგები ჩვეულ მოვლენად იქცა.

ადრე არაერთი პრობლემა გვქონდა, ახლა კი ჩემპიონატი სისტემატურად ტარდება და სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აღარ არის. რაც მთავარია, სტადიონებზე შესვლის საკითხი მოგვიგვარდა, ისეთ მოედანზე ვთამაშობთ, ადრე წარმოუდგენელი იყო.

ჩემპიონატის მიმართ ინტერესის და ყურადღების გაზრდამ ის გამოიწვია, რომ ჩემპიონატის და თასის გამარჯვებულს მედიაში კარგად აშუქებენ. ამან შედეგი გამოიღო და ბევრი გუნდი ჩამოყალიბდა. ამის ლოგიკური შედეგი იყო პროგრესი, რაც უკვე აშკარაა. ამაზე ჩემპიონთა ლიგაზე „ლანჩხუთის” ძალიან ძლიერ ყაზახურ გუნდთან გამარჯვება მეტყველებს. ამავე დროს, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები გამოჩდნენ“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ნინო პასიკაშვილი.

 

წყარო – 1tv.ge

 

 

 

 

დმიტრი სელიუკი: “”რუბინი” ხვიჩას სამ კაპიკად არ დათმობს”