კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნინო ბაციაშვილმა სომეხი დიდოსტატი დაამარცხა

ნინო ბაციაშვილის შედეგიანი გამოსვლა ესპანეთში

Image source: Georgian Chess Federation ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ნინო ბაციაშვილი, ესპანეთში მიმდინარე, წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირის “VII Sunway Sitges International Chess Festival” ლიდერთა შორის იმყოფება.

ნინომ, 4 შესაძლებლობიდან 3,5 ქულა დააგროვა და პირველ ადგილს ინაწილებს ვაჟ-დიდოსტატებთან ერთად.

ქართველმა მოჭადრაკემ, მეოთხე ტურში სომეხი დიდოსტატი, კარენ გრიგორიანი დაამარცხა, ხოლო მომდევნო ტურში მისი მეტოქე საფრანგეთის ნაკრების წევრი მაქსიმ ლაგარდე იქნება.

 

 

წყარო – Georgian Chess Federation

 

 

 

 

გიორგი მიქაუტაძის შთამბეჭდავი სტატისტიკა 14 ტურის შემდეგ (ფოტო)