კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს – ლუკას: “რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ”

ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტი ვაჟს ეძღვნება

Image source: Nikoloz Basilashvili ფეისბუკ გვერდი

 

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციური პოსტი საკუთარ შვილთან ერთად გამოაქვეყნა. ნიკოლოზი გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით შვილს, ლუკას შობა ახალ წელს ულოცავს.

“წერილი ჩემს შვილს ლუკას.

მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.  ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.

რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ.

მიყვარხარ და მენატრები” , – დაწერა საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

აღვნიშნოთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP მსოფლიო რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს.

 

 

წყარო – Nikoloz Basilashvili

 

 

 

 

 

ოფიციალურად: თამაზ ცეცხლაძე კლუბის გარეშე დარჩა