კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის განახლებულ რეიტინგში

 

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილი დევისის თასის დასრულების შემდეგ რეიტინგში არ შეიცვალა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში 27 წლის ნიკოლოზი 26-ე ადგილზე დარჩა 1450 ქულით.

პირველ ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალია (9985 ქულა), მე-2 პოზიციაზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (9145 ქულა), ხოლო მე-3-ზე კი როჯერ ფედერერია (6590 ქულა).

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის დასაწყისში ბასილაშვილმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა.

 

წყარო – atptour.com

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება