კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს ტურნირს გამოეთიშა და ამ წელს მე-20 მატჩი წააგო

ნიკოლოზი ტორონტოს ტურნირს გამოეთიშა

Image source: Getty Images

 

კანადაში თავის გამოსვლები გამოცდილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაასრულა.

ბასილაშვილი ATP 1000-ის ტორონტოს ტურნირში 10 აგვისტოს ჩაერთო და ტურნირს გუშინ გამოეთიშა. ქართველი ტურნირის მესამე წრეში პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს დაუპირისპირდა და 3 სეტში (7:6, 4:6, 4:6) წააგო. ნიკოლოზმა მხოლოდ პირველი სეტი მოიგო. მატჩი 2 საათსა და 39 წუთს გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე რეიტინგში მხოლოდ 13-ე ნომერი იყო. ჰურკაჩის მომდევნო მეტოქე 1/4-ფინალში მსოფლიოს მეორე ჩოგანი რუსი დანიილ მედვედევი იქნება, რომელსაც ხვალ შევხდება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმდინარე წელს სულ 20 თამაში აქვს წაგებული.

 

 

 

წყარო – atptour.com

 

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ხვალ 24 წლის პოლონელს ტორონტოში პირველად შეხვდება