კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ღია პირველობაზე იასპარეზებს. ცნობილია მისი პირველი მეტოქე

ბასილაშვილი სოფია ოპენზე

Image source: Getty Images

 

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ღია პირველობაზე იასპარეზებს.

მსოფლიო რეიტიგის 39-ე ნომერი პირველ წრეში იტალიელ სტეფანო ტრავაგლიას შეხვდება. დაპირისპირება ხვალ, 9 ოქტომბერს გაიმართება.

ATP Sofia Open-ი 7-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 586 140 ევროს შეადგენს.

აღვნიშნოთ, რომ პანდემიის შემდეგ ბასილაშვილს ათი მატჩი აქვს ჩატარებული და ათივე წაგებული, თანაც ისე, რომ არცერთი სეტი არ მოუგია.

იმედია ამჯერად სიტუაცია გამოსწორდება და ქართველი ჩოგბურთელის პირველ გამარჯვებას ვიხილავთ.

წყარო – sofiaopen.bg

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ პრეზიდენტი აირჩია