Image source: Getty Images
5
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში სამი საფეხბურით დაქვეითდა.
ცინცინატის მასტერსის დასრულების შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ჩოგბურთელების რეიტინგები დღეს განაახლა.
ATP-ის განახლებული რეიტინგით ლიდერობს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც წლევანდელი ცინცინატის ტურნირის გამარჯვებული გახდა. მოერე ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალია, ხოლო მესამე ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახლავთ. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, რომელიც 27-ე ადგილზე იყო, ახლა 30-ე პოზიციაზე დაქვეითდა.
შეგახსენებთ, რომ ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალიასიმს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 4:6, 1:6 დამარცხდა.
ვიდეობი
ფოტოები