Image source: Getty Images
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში კიდევ ორი საფეხბურით დაქვეითდა. აშშ-ის ღია პირველობის დასრულების შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ჩოგბურთელების რეიტინგები დღეს განაახლა. ATP-ის განახლებული რეიტინგით ლიდერობს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე ადგილზე ესპანელი რაფაელ ნადალია, ხოლო მესამე ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახლავთ, რომელიც გუშინ ზვერევი აშშ-ის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა (5 სეტში “2:6, 6:4 6:4 6:3, 7:6).
ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, რომელიც 30-ე ადგილზე იყო, ახლა 32-ე პოზიციაზე დაქვეითდა.
1. ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 10 860
2. ნადალი (ესპანეთი) – 9 850
3. ტიმი (ავსტრია) – 9 125
4. ფედერერი (შვეიცარია) – 6 630
5. მედვედევი (რუსეთი) – 5 890
6. ციციპასი (საბერძნეთი) – 5 175
7. ა. ზვერევი (გერმანია) – 4 650
8. ბერეტინი (იტალია) – 2 940
9. მონფილსი (საფრანგეთი) – 2 860
10. ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი) – 2 620
შეგახსენებთ, რომ კიცბიუელის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ფედერიკო დელბონისს დაუპირისპირდა და ორ სეტში – 5:7, 3:6 დამარცხდა. დღეს კი ნიკოლოზი რომის ტურნირის 1/32 ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს შეხვდება.
ვიდეობი
ფოტოები