კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნში Great Ocean Road Open-ზე იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელების სავარაუდო მეტოქეები

ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნში

 

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მელბურნში Great Ocean Road Open ტურნირზე იასპარეზებს.

ATP 250-იანი სერიის ტურნირზე 28 წლის ქართველი ჩოგბურთელი მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი სავარაუდო მეტოქე იქნება გერმანელი იანიკ ჰაფმანი, ან ესპანელი მარიო ვილელა მარტინესი.

წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგში 39-ე ადგილზე მყოფი ნიკა მეოთხედფინალში, შესაძლოა, პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ დავიდ გოფინს დაუპირისპირდეს, რომელიც რეიტინგის მე-14 პიზიციაზეა.

ტურნირის საპრიზო ფონდია – 382,000 აშშ დოლარი.

აღვნიშნოთ ასევე, რომ ბასილაშვილი ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგშიც იასპარეზებს. პირველ წრეში ის გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ავსტრალიელ ჯორდან თომპსონსა და მაქს პერსელს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 1-ელ თებერვალს, თბილისის დროით 3:00 საათზე გაიმართება.

წყარო – atptour.com

ბერნარდ ტომიჩი: “ჩემი მეგობარი გოგონა ჩემი ახალი მწვრთნელი გახდა და უკვე 8 მატჩი მოვიგე”