კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს 20 წლის ამერიკელს ტორონტოში მეორედ შეხვდება

ბასილაშვილი ბრუკსბის ტორონტოში დღეს მეორედ დაუპირისპირდება

Image source: atptour.com

 

კანადაში თავის გამოსვლებს გამოცდილი ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიწყებს.

29 წლის ჩოგანი ATP 1000-ის ტორონტოს ტურნირზე თუ რა ნომრად არის განთესილი უცნობია. ნიკოლოზი დღეს 1/32-ფინალურ მატჩში 20 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბის მეორე დაუპირისპირდება 2 წლის შემდეგ. 2019 წლის 29 აგვისტოს აშშ-ს ღია პირველობის 1/32-ფინალში ბასილაშვილმა 4 სეტში ბრუკსბი (3:6, 7:6, 7:5, 6:2) დაამარცხა. ჯენსონის დამარცხების შემთხვევაში ნიკას მორიგი მეტოქე მიმდინარე ტურნირზე 22 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინორი იქნება.

აღვნიშნოთ, რომ ტურნირი კანადის ქალაქ ტორონტოში 9-დან 15 აგვისტოს ჩათვლით ტარდება, ხოლო საპრიზო ფონდი კი 2,850,975 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

წყარო – atptour.com

 

 

 

 

ჯანლუიჯი დონარუმა: “მესი უდიდესი ფეხბურთელია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერია”