კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირზე 1/32 ფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბარსელონას ტურნირზე იასპარეზებს

Image source: Nikoloz Basilashvili ინსტაგრამ გვერდი

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონტე-კარლოს მასტერსიდან ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გადაინაცვლა და ATP-500 Barcelona Open Banc Sabadell მონაწილეობს. ტურნირის პირველ წრეში მისი მეტოქე მსოფლიოს 51-ე ჩოგანი, 34 წლის ფრანგი ჟერემი შარდი იქნება.

ამ დრომდე ქართველი და ფრანგი ჩოგბურთელები ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ. 2017 წელს ამერიკაში და 2018 წელს თურქეთში ფრანგმა გაიმარჯვა, ხოლო 2019 წელს გერმანიაში, ჰამბურგში კი ბასილაშვილმა.

ბარსელონას ტურნირის გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას და 178,985 ევროს გამოიმუშავებს. აღვნიშნოთ, რომ ტურნირი ბარსელონაში 19-დან 25 აპრილის ჩათვლით ტარდება, ხოლო საპრიზო ფონდი კი 1565480 აშშ დოლარს შეადგენს.

 

 

 

წყარო – atptour.com

 

 

 

 

 

 

ლაშა ბექაურმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა