კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიაშია და საქართველოს გუნდს ATP CUP-ზე ულიდერებს (ფოტო)

Image source: ATP Tour

 

ცნობილია პირველი ტურნირი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წელს ითამაშებს.

საქართველოს ჩოგბურთელთა გუნდი ნიკოლოზ ბასილაშვილის ხელმძღვანელობით ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ATP CUP-ზე მიიღებს მონაწილეობას.

ATP თასი არის ახალი გუნდური შეჯიბრი, რომელიც მამაკაცთა შორის იმართება და 2020 წლის იანვრიდან დაიწყება. ტურნირში მონაწილე 24 ქვეყნებს შორის არის საქართელოც, რომელიც ხუთი ჩოგბურთელით არის წარმოდგენილი:

  1. ნიკოლოზ ბასილაშვილი – 26 (ATP რეიტინგი )
  2. ალექსანდრე მეტრეველი – 681
  3. გიორგი ცივაძე – 872
  4. ალექსანდრე ბაკში – 1040
  5. ზურა ტყემალაძე – 1164

გუნდის კაპიტანია დავით კვერნაძე.

ტურნირი გაიმართება 10 დღის განმავლობაში. ჯგუფური ეტაპის შეჯიბრი გაიმართება ბრისბანში, პერტსა და სიდნეიში, რასაც მოჰყვება 1/4 ფინალური ეტაპი, ნახევარფინალი და ფინალი.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც ჩანს რომ ის გუნდთან ერთად სიდნეიშია და ტურნირისთვის მზადაა.

წყარო – atpcup.com

მოსკოვის “ცსკა” ცენტრალური მცველის პოზიციაზე გია გრიგალავას მოიაზრებს