კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ნიკოლა ვენტოლამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგება გაიხსენა

იტალიელმა ფეხბურთელმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან წაგება გაიხსენა

Image source: Getty Images

 

იტალიის 21 წლამდე ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ვენტოლამ საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან 1997 წელს გამართული მატჩი გაიხსენა.

მაშინ საქართველომ იტალიას 2:0 მოუგო და შესარჩევი ეტაპის ჯგუფში ოფიციალურად ჩატოვა. ვენტოლამ ორი ათეული წლის წინ გამართული შეხვედრის შესახებ კრისტიან ვიერის ინსტაგრამზე უამბო.

„21 წლამდე ნაკრებში პირველად ჩეზარე მალდინიმ მიმიწვია. გუნდში ტოტი, ლუკარელი, ბელუჩი იყვნენ, ნამდვილად კარგი გუნდი იყო.

ამ გუნდში ტოტის დებიუტი ჰქონდა, შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ჩავრჩით საქართველოსთან 0:3 წაგების შემდეგ. გააძევეს კოკო, შემდეგ ლუკარელი, საოცრებები ხდებოდა… ასეთი ძლიერი გუნდი საქართველოსთან დამარცხდა“, – თქვა ვენტოლამ.

შესწორებას შევიტანთ, რომ იტალიას ჩვენთან მაშინ 0:3 არ წაუგია, 0:2 წააგო. ჯგუფში ინგლისი გავიდა პირველ ადგილზე, მეორეზე საქართველო, ხოლო მესამეზე იტალია.

 

 

 

 

წყარო – Youtube

ოფიციალურად: ჯორჯინიო ვეინალდუმი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს (ვიდეო)