კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ნიკა სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგაში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

ნიკა სიჭინავამ დესნას გაუტანა

Image source: inhulets

 

უკრაინის პრემიერლიგის მე-3 ტურში „ინჰულეცმა“ „დესნას“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა შორის შეუცვლელად ითამაშა ნიკა სიჭინავამ და გოლიც მან გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 57-ე წუთზე შორი მანძილიდან ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

სიჭინავამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„ინჰულეცს“ უკრაინის პრემიერლიგაში 3 ტურში 2 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.

 

 

წყარო – Football 1,2,3

 

ბექა ბურჯანაძემ ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო